21 დეკემბერი 2024,   19:02
ვრცლად
სააკაშვილის ექსტრადირება - უმრავლესობა გომელაურსა და უკრაინას შორის საიდუმლო მოლაპარაკებებს უარყოფს

„შეთქმულებებს და კონსპირაციის თეორიებს სერიოზულად არ განვიხილავ,“ - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ბელორუსში სუს-ის უფროსსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე საიდუმლო მოლაპარაკებების შეფასებისას გააკეთა.

ექსკლუზიურად „კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ბელორუსში იმყოფება და სააკაშვილის ესტრადიციასთან დაკავშირებით, საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ეკა ბესელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში აღარ დგას.

„ის მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, იმიტომ, რომ მართლმსაჯულებას აქვს თავის დღის წესრიგი. ის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ არის, ის თავისი გზით მიდის და ვერც სასამართლოები ვერ გადაიდება, ვერც პროცესი ვერ შეჩერდება, ვერც მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს ვერ იტყვის სახელმწიფო,“ - აცხადებს ბესელია. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის საქმე უკრაინის შიდა საქმეა.

„ექსტრადირების საკითხი არის სამართლებრივი თემა და სცილდება პოლიტიკურ დისკუსს. ეს ბატონ გომელაურს და მის უწყებას არ ეხება და დარწმუნებული ვარ, რამდენადაც მის კომპეტენციაში არ შედის ამ საკითხის განხილვა, ეს არის წმინდა პროკურატურის თემა, რა თქმა უნდა, ბატონი ვახტანგი ამ თემასთან დაკავშირებით არანაირ მოლაპარაკებებს ან რაიმე საკითხზე მსჯელობა არ მიდის,“ - განაცხადა სესიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები