21 დეკემბერი 2024,   18:59
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურაშია დაბარებული - ადვოკატებმა ოფიციალური უწყება მიიღეს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერის ადვოკატებმა ოფიციალური უწყება მიიღეს. სააკაშვილს პროკურატურაში ორშაბათს ელოდებიან. რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, საბუთების გაცნობის შემდეგ პოზიციაზე შეჯერდებიან.

„ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის თანაშემწემ მაცნობა, რომ გენერალური პროკურატურის კურიერმა მას გადასცა პაკეტი, სავარაუდოდ, იქ იქნება უწყებაც. როგორც კი ხელთ გვექნება ადვოკატებს ეს დოკუმენტი, მიხეილთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის გამოვცხადდებით,“ - განაცხადა რუსლან ჩერნოლუცკიმ.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს ფალსიფიცირებულს უწოდებს.

ადვოკატის თქმით, მისი საქართველოში ექსტრადირება რამდენიმე მიზეზის გამო შეუძლებელია. ის იური ლუცენკოს განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც ლუცენკომ აღნიშნა, რომ თუ სააკაშვილი ნებაყოფლობით დეპორტაციას არ დათანხმდება, მაშინ შესაძლოა, მოხდეს მისი ექსტრადირება საქართველოში.

„რაც შეეხება ექსტრადირებას, ეს შეუძლებელია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს არის იმ პირის სტატუსი, რომელმაც შეიტანა განაცხადი დამატებით დახმარებაზე. სასამართლოები, რაც ახლა მიდის, კრძალავს ექსტრადირებასთან დაკავშირებით ყველა ქმედებას. მეორე მიზეზი ეჭვმიტანილის სტატუსია, კანონი კრძალავს ექსტრადირების პროცედურას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ორი დღის წინანდელი პოზიციის მიუხედავად. საქართველომ ორჯერ მიმართა უკრაინას ექსტრადირებაზე და ორჯერვე უარი მიიღო,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები