18 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება. ცერემონია პარლამენტის წინ საღამოს 8 საათზე იგეგმება და მას პრემიერმინისტრი და თბილისის მერი დაესწრებიან. დღესვე უნდა ჩაირთოს საახალწლო ილუმინაციები, განათდება 30-მდე ქუჩა.

საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საახალწლო ქალაქი კი წელს დედა ენის ბაღში განთავსდება.

გალა კონცერტები გაიმართება გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში.

დღის ამბები