22 დეკემბერი 2024,   08:02
ვრცლად
"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დაფაროს საჯარო ინფორმაცია" - ოპოზიცია იუსტიციის სამინიტროს ინიციატივაზე

ოპოზიცია იუსტიციის სამინისტროს იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვას აკანონებს და რომელსაც უმრავლესობის დიდი ნაწილი არ იზიარებს.  

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, ხელისულება ინფორმაციის დახურვას კონსტიტუციის დონეზე ფიქრობს.

“მაშინ, როდესაც ხელისუფლების საქმიანობა დიდ წილად არის კორუფციული და პარლამენტის დეპუტატებსაც გვიჭირს საჯარო ინფორმაციის მოპოვება, ხელისუფლება აპირებს კონსტიტუციის დონეზე გააფართოვოს საჯარო ინფორმაციის დახურვის შესაძლებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალში მათი საქმიანობა იქნება კიდევ უფრო გაუმჭვირვალე,“ - აღნიშნა აბესაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივნის თინათინ ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საჯარო ინფორმაცია დაფაროს.

“ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაფაროს საჯარო ინფორმაცია და არ იყოს ის ხელმისაწვდომი, იქნებოდა ეს საარჩევნო კონტექსტში თუ სხვა კონტექსტში იმისთვის, რომ მაგალითად, ინფორმაცია პრემიებზე, ჯილდოზე ინფორმაცია არ გახდეს ცნობილი საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა ბოკუჩავამ. 

დღის ამბები