კოპენჰაგენში საშობაო დეკორაციები გაანათეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და განათებები საზეიმო ვითარებაში ჩართეს.
შობა-ახალი წლისთვის საგანგებოდ მოემზადა კოპენჰაგენის გასართობი პარკი, რომელიც მილიონი ნათურით განათდა. ტივოლის პარკში ასზე მეტი ნაძვის ხეა მორთული, აქვეა განთავსებული სანტა კლაუსის ქოხიც, სადაც ის ბავშვებს უმასპინძლებს და სიმბოლურ საჩუქრებს დაურიგებს.
ტივოლის პარკი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გასართობი პარკი და დანიის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. ის შობა-ახალი წლის საზეიმო ღონისძიებებს 1843 წლიდან მასპინძლობს.
საზეიმო განწყობის შესაქმნელად დამთვალიერებელს ტივოლის პარკში მისვლა 18 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.