07 დეკემბერი 2024,   07:10
ვრცლად
"კურიერში" გასული სიუჟეტის შემდეგ - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა 200 ლარიან ვაუჩერებს კვლავ მიიღებს

"კურიერში" გასული სიუჟეტის შემდეგ, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა, სავარაუდოდ 200 ლარიან ვაუჩერებს კვლავ მიიღებს. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ამბობს, რომ უწყება ადგილობრივებისთვის გაზის ვაუჩერების აღდგენაზე უკვე მუშაობს.

200 ლარიან ვაუჩერებს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა, წლების განმავლობაში იღებდა, წელს კი დახმარება ოფიციალური შეტყობინების გარეშე, გაურკვეველი მიზეზებით შეუწყდათ.

განცხადება ამ თემაზე დღეს ქეთევან ციხელშვილმა, არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიიღებს.

“ეს დახმარებები გაგრძელდება. ეს ეხება მოსახლეობის უზრუნველყოფას, გამოზამთრების საშუალებებით, ეს ეხება განათლების დაფინანსებას, მათ შორის ვაუჩერებსაც, ჩვენ ამ საკითხზე ვაგრძელებთ მუშაობას. ყოველწლიურად ეს საქმიანობა უკავშირდება აბონენტთა ზუსტი რაოდენობის სიების დაზუსტებას, რაც გარკევულ დროს და ძალისხმევას მოითხოვს ბუნებრივია და ჩვენ ამ მიმართულებით დღესაც და წელსაც ვაგრძელებთ მუშაობას“ - განაცხადა ციხელაშვილმა.

დღის ამბები