27 დეკემბერი 2024,   00:01
ვრცლად
100 ათასი ლარი 10 თვეში - აჭარის მთავრობამ სარესტორნო მომსახურებისთვის, მიღებებისა და ოფიციალური სადილებისთვის გაიღო

100 ათასი ლარი 10 თვეში - აჭარის მთავრობამ სარესტორნო მომსახურებისთვის, მიღებებისა და ოფიციალური სადილებისთვის გაიღო. დოკუმენტში, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის მთავრობისგან გამოითხოვა ჩანს, რომ ბიუჯეტის ფული, გუდვილსა და სხვადასხვა მარკეტში პროდუქტების შესაძენადაც, ე.წ. წვრილმანი ხარჯებისთვისაც არის გამოყენებული.

ყოფილი დეპუტატი მედეა ვასაძე აცხადებს, რომ ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივად ხარჯვის თავიდან ასარიდებლად, მთავრობა უზენაესმა საბჭომ უნდა აკონტროლოს. უზენაესი საბჭოს „ქართული ოცნების“ წევრები კი მთავრობის კომპეტენციაში ჩარევას საჭიროდ არ თვლიან.

აჭარის მთავრობის ხარჯებით დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ისინი მთავრობისგან უფრო დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ, რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული.

ოპოზიციამ დღეს ისიც გაარკვია, რომ ზურაბ პატარაძის მთავრობა ავტოპარკის განახლებასაც აპირებს. უკვე გამოცხადებულია 200 ათასიანი ტენდერი ჯიპებზე.

შავი ზღვისპირა რეგიონის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ ეს აჭარის რთული რელიეფის გამო მიღებული გადაწყვეტილებაა.

ოპოზიციას კი აინტერესებს, ასეთ შემთხვევაში, რატომ ყიდულობს მთავრობა არა იაფფასიან, არამედ საკმაოდ ძვირადღირებულ მაღალი გამავლობის ავტომობილებს.

დღის ამბები