22 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ცვლილებები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდში - ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება

საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება. იმის შესახებ, რომ მმართველ პარტიაში დაპირისპირება იყო, საპარლამენტო კულუარებში უკვე ერთი თვეა საუბრობენ, თუმცა პოლიტიკური განქორწინების შესახებ ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ მოულოდნელად დღის ბოლოს დაადასტურა.

„ქართული ოცნების“ ნაცვლად, პარლამენტში სამი ფრაქცია შეიქმნება. ერთს ისევ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ცნობილია ასევე ახალი ფრაქციების სავარაუდო ხელმძღვანელები.

„კურიერის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ მიდის და ერთ-ერთ ახალ ფრაქციას ბოლო დღეებში პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირებული გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე შექმნის.

ასევე ფრაქციების შესაძლო ხელმძღვანელებად სახელდებიან ბექა ნაცვლიშვილი და გოჩა ენუქიძე, რომელიც სავარაუდოდ, მაჟორიტარების გუნდს უხელმძღვანელებს.

კიდევ ერთი საკადრო გადაადგილება კი დეპუტატ გრიგოლ ლილუაშვილს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილის კადრი და „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ხელმძღვანელი პარლამენტიდან უსაფრთხოების სამსახურის მოადგილედ გადადის. 

დღის ამბები