20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მივიდა, თუმცა დაკითხვაზე არ შევიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურაში დაკითხვაზე დათქმულ დროს გამოცხადდა, თუმცა, პროკურორთან დაკითხვაზე არ შევიდა. მიხიელ სააკაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფალსიფიცირებული. სააკაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არა პროკურატურაში, არამედ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ან სასამართლოში უნდა დაიბარონ დაკითხვაზე. 

მისივე თქმით, გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო ასრულებს პეტრო პოროშენკოს მითითებებს.

მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს სააკაშვილის საქმის პროკურორი გამოვიდა მასთან და მიუთითა, რომ საერთოდ არ უნდა ისაუბროს მან მედიის წარმომადგენლებთან. მიხეილ სააკაშვილმა საქმის პროკურორსაც განუცხადა, რომ მზადაა ჩვენების მისაცემად, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ შესაბამის უწყებებში გამოიძახებენ. 

სააკაშვილის თქმით, ყველა მტკიცებულება და დოკუმენტი, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეშია, ფალსიფიცირებულია.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უშუალოდ ასრულებს რუსეთის პრეზიდენტის მითითებებს. სააკაშვილის შეფასებით, მას ებრძვიან იმის გამო, რომ სიმართლეს ლაპარაკობს. 

დღის ამბები