06 დეკემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ირაკლი კობახიძე პოლონეთის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლონეთის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა გაუმჯობესებაზე და საქართველოს ევროპელ მისწრაფებებზე ისაუბრეს. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ პოლონეთი კვლავაც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, რომელსაც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფოებრიობა. გუშინ გვქონდა საშუალება, ვსტუმრებოდით მუზეუმს და კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა პოლონელი ხალხის გმირობა და საერთო გმირობა, რომელიც აკავშირებს პოლონელებს და ქართველებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტანისლავ კარჩევსკის განცხადებით, საქართველო პოლონეთის სტრატეგიული პარტნიორია. 

"დღეს პარლამენტებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოვაწერ ხელი. ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო მიმართულებით, შესანიშნავად ვითარდება. შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით იმ სფეროებს, რომელშიც თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალის განვითარება შეგვიძლია. საპარლამენტო შეთანხმებაზე ხელმოწერა კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობებსა და თანამშრომლობას,” - განაცხადა სტანისლავ კარჩევსკიმ.

დღის ამბები