26 დეკემბერი 2024,   14:29
ვრცლად
წყალტუბოს რაიონის 8 სოფელში ერთდროულად მოხსნილი სოციალური დახმარებები - მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

წყალტუბოს რაიონის 8 სოფლის მოსახლეობას, რამდენიმე თვეა სოციალურ დახმარება ერთდროულად მოეხსნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოციალურ შემწეობას სხვადსხვა მიზეზით ვეღარ იღებენ, პროცესი კი მასშტაბურია.

ოპოზიცია ხელისუფლებას მთის კანონს ახსენებს. წყალტუბოს საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს პენსია გაუზარდეს, სამაგიეროდ კი სოციალური დახმარებები მოუხსნეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ შემცირების ნაცვლად სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი გაზრდილია.

სოციალური შემწეობის გარეშე დარჩენილი ოჯახები დახმარების მოლოდინში ისევ უკიდურეს გაჭირვებაში აგრძელებენ ცხოვრებას.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

 

 

დღის ამბები