22 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
მაუწყებლობის შესახებ კანონი - კომერციული არხები და არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებენ 

ვასილ მაღლაფერიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი პრეზიდენტთან მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, რაც გიორგი მარგველაშვილმა სხვა ტელეარხებთან კონსულტაცია დაასრულა. პირველი არხის გენერალური დირექტორი დღეს ცალკე, კოლეგებისგან დამოუკიდებლად ცდილობდა პრეზიდენტი დაერწმუნებინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მრავალმილიონიანი საბიუჯეტო დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამაც სჭირდება. ვასილ მაღლაფერიძე ამტკიცებს, რომ მწირი სარეკლამო ბაზრის მიუხედავად, ეს ცვლილება სხვა კომერციულ არხებს არ დააზარალებს.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ იმყოფებოდნენ. 

გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ბიუჯეტით დაფინანსებული მედიასაშუალებისთვის კიდევ დამატებითი შემოსავლების აკუმულირებას გულისხმობს, ერთობლივად აპროტესტებენ დამოუკიდებელი ტელეარხები. ცვლილებები, რომელიც მედიაში არსებულ არათანაბარ პირობებს კიდევ უფრო უსამართლოს გახდის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე ჩავარდა. ამის მიუხედავად, კანონპროექტი სესიაზე 2 მოსმენით "ქართულმა ოცნებამ" მაინც მიიღო. იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობა ამ ინიციატივას მესამე მოსმენითაც დაამტკიცებს, კომერციული ტელეარხები და არასამთვრობო სექტორი პრეზიდენტისგან ვეტოს გამოყენებას ითხოვენ.

არ არის გამორიცხული გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთი შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან გამართოს. 

 

 

დღის ამბები