26 დეკემბერი 2024,   14:12
ვრცლად
"ძალიან მჭიდრო უნდა იყოს კავშირი მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის" - მიხეილ ჩხენკელი 

განათლების, ჯანდაცვის, სპორტისა და კულტურის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა შესაბამისი სფეროების მინისტრებს მოუსმინეს. პარლამენტის წევრებს კითხვები განათლების მინისტრთან, მანდატურის სამსახურთან და ბოლო დროს სკოლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მანდატურის სამსახურის ფუნქციები გადაიხედოს საკანონმდებლო დონეზე და ამასთან, მანდატურის სამსახურმა უნდა იმუშაოს საპატრულო პოლიციასთან ერთად.

„საჭირო არის ზოგადად, მანდატურის სამსახურის სრულფასოვანი შესწავლა. კანონმდებლობის დონეზე უნდა განისაზღვროს მანდატურის ახალი როლი. აქ მათ პროფესიულ მომზადებაზეც არის საუბარი, პროფესიულ გადამზადებაზე, რომ ეს იყოს ძალიან მაგარი ხარისხის. ძალიან მჭიდრო უნდა იყოს კავშირი მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის, თუ ამის საჭიროება გახდა. თუმცა, ეს არ გულისხმობს არავითარ შემთხვევაში, რომ საპატრულო პოლიცია შედის სკოლებში,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

დღის ამბები