26 დეკემბერი 2024,   14:20
ვრცლად
7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება - სამოქალაქო სექტორმა ორი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა

„რეფორმა თვითმმართველობის სახელით - თვითმმართველობის წინააღმდეგ” - ამ სახელწოდებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ორი კვლევის შედეგები დღეს სამოქალაქო სექტორმა გაასაჯაროვა.

"ახალგაზრდა იურისტები" და "სამართლიანი არჩევნები" რეფორმის ხარვეზებზე საუბრობენ. მათ თქმით, რეფორმის საჭიროების შესახებ წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი მისაღები არ არის. სამოქალაქო სექტორმა ამ კუთხით მთავრობას რეკომენდაციებიც მისცა.

„ჩვენ გავაანალიზეთ ის კონკრეტული არგუმენტები, რაც მოყვანილი იყო. მაგალითად, ოპტიმიზაციის და საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მაგალითი. ამ კონტექსტში, სამწუხაროდ, ეს რეფორმა კრიტიკას ვერ უძლებს. აქ პრობლემა მათ შორის იყო ის, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა ეს რეფორმა, სრულიად მოულოდნელად. მათ შორის არ იყო საკმარისი ანალიზი და ინფორმაცია წარმოდგენილი,“ - განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები