26 დეკემბერი 2024,   14:23
ვრცლად
ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციაში რუსეთი ოკუპანტ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული

ყირიმის ანექსიის გამო რუსეთი ოკუპანტ სახელმწიფოდ გაეროს დოკუმენტითაც გამოცხადდა. გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით განახლებული რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ყირიმში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე და ნახევარკუნძულზე რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის უკანონო დაწესებაზეა საუბარი.

დოკუმენტი უკრაინულმა მხარემ 30 ქვეყანასთან ერთად შეიმუშავა. მასში რუსეთი პირველად არის ოკუპანტ სახელმწიფოდ მოხსენიებული, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკა კი, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად გამოცხადდა.

რეზოლუცია რუსეთს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და დისკრიმინაციული კანონმდებლობის შეცვლისკენ მოუწოდებს.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას უკვე გამოეხმაურა მოსკოვი. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დოკუმენტს პოლიტიკური პროვოკაცია უწოდეს. 

დღის ამბები