26 დეკემბერი 2024,   14:02
ვრცლად
"ნუ მოისულელებთ ახლა თავს"-კამათი ოთხოზორიას საქმეზე კვირიკაშვილსა და ოპოზიციას შორის

მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა,რომელიც დაინტერესდა რამდენი წერილი აქვს გაგზავნილი საქართველოს მთავრობას ევროპარლამენტში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე.

როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა არც ერთი წერილი ამ საკითზე ევროპარლამენტში საქართველოს მთავრობას არ გაუგზავნია. 

„მე ვიცი, რომ თქვენ ბევრ წერილებს წერთ ევროპარლამენტში,“-ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა კანდელაკის კრიტიკას და აღნიშნა, რომ მისი წერილების შინაარსი ანტისახელმწიფოებრივია და მას უნდა რცხვენოდეს.

კამათში გიგა ბოკერია ჩაერთო, რომელმაც მთავრობის მეთაურს სთხოვა ეჩვენებინა ის წერილები, რომელსაც ქართული მხარე ევროპარლამენტს სწერს და რაზეც რეაგირებას ითხოვს. გიგა ბოკერიას თქმით ნორმალურია ის, რომ ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს, მაგრამ არანორმალურია როცა მთავრობა ევროპარლამენტში დაკავებულია ოპოზიცის კრიტიკით და არ იყენებს საერთაშორისო შეხვედრებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ.

“ნუ მოისულელებთ ახლა თავს“-მიმართა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს, რაზეც კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ ის თავად იქცევა ასე.

„ვინ ისულელებს თავს და სულელებივით ვინ იქცევა ამას ხედავს მოსახლეობა“-განაცხადა კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები