26 დეკემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"ტარიფები ვერ შემცირდა მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა"-კვირიკაშვილის პასუხი ბოკერიას

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მთავრობის მეთაურს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაზის და ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფებასთან დაკავშირებით, წინაწინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები გაახსენეს. სამთავრობო გუნდთან შეხვედრისას „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა, რას ფიქრობს პრემიერ-მინისტრი, შესრულდა ეს დაპირებები, თუ ეს იყო არაკომპეტენტურობა და უპასუხისმგებლობა.

გიგა ბოკერიას საპასუხოდ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ამ დაპირებების თაობაზე ისიც ახსენა, რომ შესაძლოა სხვადასხვა ექსპერტების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო ზუსტი.

„ჩვენმა რეგიონმა გაიარა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და ამ ეკონომიკური კრიზისიდან საქართველოს გამოვიდა ყველაზე ნაკლებად დაზიანებული. ტარიფები ვერ შემცირდა, კი ბატონო მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შეფასებით ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებები ტყუილი და დამალვაა, თუმცა მისი შეფასებით ეს მისი მხრიდან იყო გულახდილი საუბარი. 

დღის ამბები