26 დეკემბერი 2024,   14:34
ვრცლად
თბილისის მერიამ დღეს 36 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა

თბილისის მერიამ დღეს 36 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა. ხელშეკრულება დღეს გაფორმდა, რომლითაც ზემო ფონიჭალაში მაცხოვრებლებს 2356 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.

„ძალიან ბევრია ასეთი ოჯახები, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობს კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში, შვილები, შვილიშვილები, თაობები გამოზარდეს და დღესაც ვერ ახერხებენ გაურკვეველი მიზეზების გამო დაკანონებას. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება, ძალიან ბევრ ოჯახს  მიეცა შესაძლებლობა, დაკანონების,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები