26 დეკემბერი 2024,   14:25
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილა პარლამენტში მასსა და "უცნობს" შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა

„ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრს მასსა და უცნობს შორის დაპირისპირების დეტალებზე განმარტებების გაკეთება მოუწია.

ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, მაშინ როდესაც უცნობმა პრემიერს მისწერა წერილი, რატომ ჰქონდა მას მოლოდინი რომ გიორგი კვირიკაშვილი ამ პრობლემას მოუგვარებდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ის დაინტერესდა აღნიშნული საკითხით, თუმცა გაარკვია, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„მოლოდინი გამართლდა? აი ეს კითხვა მაქვს თქვენთან. მე მგონი არ გამართლდა მოლოდინი. როდესაც მან მე მომართა, ბუნებრივია ურთიერთობიდან გამომდინარე მისი გზავნილი მივიღე. მაშინვე დავავალე, ერთადერთი დავალება მივეცი ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაია ცქიტიშვილს, რომ ის გარკვეულიყო პირობებში იყო თუ არა კონკურენტუნარიანი პირობები დაცული. მე დავასკვენი, რომ ამ საკითხში აბსოლუტურად გამჭირვალედ, კანონის სრულ დაცვით იყო ჩატარებული ტენდერი,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამის შემდეგ ირმა ნადირაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს „მაესტროსთან“ დაკავშირებითაც ჰკითხა.

„თუ შეგიძლია აგვიხსნათ, როგორ ჩაიგდო თავის დროზე გაჩეჩილაძემ მაგალითად მაესტრო ჯიბეში, ესეც თქვენი დახმარების გარეშე მოხდა?“-მიმართა პრემიერს ნადირაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით მას არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია მაესტროში ვინმეს წილთან და საერთოდ არ იცის რამდენი აქვს გია გაჩეჩილაძეს ამ ტელეკომპანიაში წილი.  

მისივე თქმით მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაჩეჩილაძის სიძე იყო სიაში მაშინ როდესაც მთავრობაზე სტუდია მონიტორის საკითხი გავიდა. 

დღის ამბები