26 დეკემბერი 2024,   14:12
ვრცლად
"ტელევიზიების ბრალია, რომ ხალხი აღიქვამს, რომ გვიჭირს და მიდის ქვეყნებიდან?"-კამათი ოპოზიციასა და პრემიერს შორის

ფასების ზრდა და ეკონომიკური პრობლემები - ეს იყო კითხვების ნაწილი, რომელიც "ევროპულ საქართველოს" პრემიერ-მინისტრთან გაფართოებულ შეხვედრაზე ჰქონდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა როგორ აპირებს მთავრობა ამ პრობლემების მოგვარებას. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით არსებული სიტუაციის გამო მოსახლეობის გადინება საქართველოდან გახშირდა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით კი ამ მიმართულებით პასუხისმგებლობა მედიას ეკისრება, რადგან ადამიანების ოპტიმიზმში მას დიდი როლი აკისრია.

სხვათაშორის ძალიან დიდი როლი აქვს მედიას ადამიანების ოპტიმიზმში,“-აღნიშნა  პრემიერმა, რაზეც გიგა ბოკერიამ დაზუსტება ითხოვა.

„ტელევიზიების ბრალია, რომ ხალხი აღიქვამს რომ გვიჭირს და მიდის ქვეყნებიდან?“-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები