26 დეკემბერი 2024,   14:07
ვრცლად
ქსენია სობჩაკი ყირიმის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა

ქსენია სობჩაკი ყირიმის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ ახალი, საერთაშორისოდ აღიარებული რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა. განცხადება რუსმა ჟურნალისტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

სობჩაკმა ანექსირებულ ნახევარკუნძულთან დაკავშირებით პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა, აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, მაგრამ უკრაინისთვის დაბრუნება შეუძლებელია. სობჩაკს მიაჩნია, რომ ტერიტორიული საკითხები არ უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკოსებმა, რადგან ეს უკვე დიქტატურას ჰგავს.

მისი განცხადებით, გასათვალისწინებელია ყირიმის მოსახლეობის აზრი, რადგან ნაწილს რეალურად სურს რუსეთის შემადგენლობაში ცხოვრება. სწორედ ამიტომ ნახევარკუნძულის ბედი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ახალი რეფერენდუმი კი რუსეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

დღის ამბები