26 დეკემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ნახევრად სიმართლე - გიორგი გაჩეჩილაძის სიძის ადვოკატი საფრანგეთის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობს

ნახევრად სიმართლეს უწოდებს საფრანგეთის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას  გიორგი გაჩეჩილაძის სიძის ადვოკატი. ირაკლი კორძახიას განცხადებით, ხელშეკრულება „ავტომობილე სიტროენსა“ და კონტრაქტი ვიჟენს შორის გაფორმდა, კონსტრაქტ ვიჟენმა თავის მხრივ შვილობილი კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ შექმნა, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდა.

„ეს იყო ნახევრად სიმართლე. დღეს მათი აზრით, მათი ოფიციალური განცხადებით, ხელშეკრულება შეწყვეტილია, მაგრამ ეს ხელშეკრულება ძალაში იყო 2016 წლის 15 ნოემბრიდან, 2017 წლის 5 სექტემბრამდე. გააფრთხილა, რომ არ ხდებოდა მის მიერ ნაკისრი შეკვეთილი მანქანების ღირებულების გადახდა, რაც განპირობებული იყო იმ საფუძვლით, რომ შემსყიდველი ორგანიზაციები უსაფუძვლოდ აუქმებდნენ ტენდერებს,“ - განაცხადა გიორგი შარაშიძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.

 

დღის ამბები