26 დეკემბერი 2024,   14:11
ვრცლად
პრემიერის შეხვედრა "ევროპულ საქართველოსთან" - მწვავე დებატები და დაპირისპირება გიგა ბოკერიასთან

„ევროპული საქართველოს“ და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის შეხვედრამ  ურთიერთბრალდებებისა და მწვავე დებატების ფონზე ჩაიარა.

გიორგი კვირიკაშვილმა და გიგა ბოკერიამ ურთიერთობის გარკვევა კომიტეტის დარბაზშივე დაიწყეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ოპონენტებს შორის ბრალდებების მიზეზი ევროსაბჭოში ხელისუფლების პოზიცია გახდა. უმცირესობა დღეს განმარტებებს ითხოვდა რატომ არ ჰქონდა საქართველოს რადიკალურად უარყოფილი პოზიცია რუსეთისთვის ხმის აღდგენის თემაზე.

ოცნების მთავრობას საპარლამენტო უმცირესობამ დღეს ყოფილი პრემიერის წინასაარჩევნო განცხადებებიც შეახსენა და დაპირებების შესრულება მოსთხოვა.

აფგან მუხთარლის გატაცების საქმე იყო კიდევ ერთი საკითხი რაზეც პრემიერ-მინისტრს განმარტებების გაკეთება მოუწია. მან თქვა, რომ ეს დიდი ჩავარდნა იყო ქვეყნისთვის.

პრემიერის კითხვები უცნობთან დაკავშირებითაც დაუსვეს. ოპოზიცია დაინტერესდა ლობირებდა თუ არა გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის ინტერესებს. 

დღის ამბები