26 დეკემბერი 2024,   14:16
ვრცლად
17 წლის მოზარდის მეგობარი ადასტურებს, რომ ბიჭი რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა

17 წლის მოზარდი, რომელიც უკვე მეორე დღეა კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, სასიკვდილო თამაშის ლურჯი ვეშაპის კიდევ ერთი მსხვერპლია. არასრულწლოვნის ახლობლები „კურიერთან“ რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტზე საუბრობს.  

მოზარდის მეგობარი ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი  სახიფათო თამაშში იყო ჩართული, თუმცა ვის დავალებებს ასრულებდა, მან ეს არ იცის.

ე.წ. "ლურჯ ვეშაპში" სკოლის მოსწავლის ჩართულობის შესახებ საქმის კურსში იყო სკოლის ადმინისტრაცია და პოლიციაც, თუმცა მოზარდისთვის საფრთხის არიდება ვერც ერთმა უწყებამ ვერ მოახერხა.

საუბარია ხელვაჩაურის სკოლის მეთორმეტე კლასელზე, რომელმაც სუიციდის შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე ხელზე თვითდაზიანებები მიიყენა. ამჯერად კი მან თვითმკვლელობა სანადირო თოფით სცადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები