26 დეკემბერი 2024,   23:42
ვრცლად
აქცია თბილისის მერიასთან - მოვაჭრეები დიდუბის ბაზრობაზე გავლებული ჭიშკრის გაუქმებას ითხოვენ

თბილისის მერიასთან მოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დიდუბის ბაზრობაზე გავლებული ჭიშკრის გაუქმებას ითხოვენ, რომლის გამოც ბაზარი ორად იყოფა. მათი განცხადებით, ჭიშკარი მუშაობაში ხელს უშლით და უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული.

მოვაჭრეები დედაქალაქის მერთან შეხვედრას და მისგან ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

„ჩვენი შპს, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, შემოღობა მეორე შპს-მ სამი მხრიდან, ჩაკეტილია ყველა გზა, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არის დარღვეული ძალიან უხეშად, ჩვენ არა ერთხელ გავაპროტესტეთ ეს,“ - განაცხადა ლიანა ხელაძემ.

განცხადება გააკეთა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა. გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, შემოღობილი ტერიტორიის გახსნა ვერ მოხდება, რადგან მიმდინარეობს სამართლებრივი დავა.

დღის ამბები