27 დეკემბერი 2024,   04:12
ვრცლად
"ეს არის მინიმალური, რაც მაუწყებლის დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო" - ბესელია ახლადდამტკიცებულ კანონზე საუბორბს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში დასაშვები ხდება. 63 მომხრე 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან"დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებით, ასევე იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს შორის. საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

“პრინციპები რაც უკვე პირველი და მეორე მოსმენის დროს იყო განხილული ძალიან დეტალურად არის შესაბამისობაში იმ სტანდარტთან, რომელიც აქვს ზოგადად ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ ქვეყნებს და ყველა მაუწყებელი რომელიც მაუწყებლობას დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ყველას აქვს იგივე სტანდარტი. გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობა ვიდრე ჩვენ ეს კანონით განვსაზღვრეთ.  ეს არის მინიმალური რამ, რაც მაუწყებლის დამოუკიდებელი და კარგი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან კობერიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო დიდი დაკვირვების ქვეშ იქნება. 

“ორი პუნქტი იყო რომელზეც იყო შესაძლებელი შეთანხმების მიღწევა. რატომღაც დაჟინებული სურვილი გამოაჩინა, სწორედ ამ ორ პუნქტთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და შესაბამისად უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და პროცესი მივიღეთ ისეთი, როგორიც მივიღეთ. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მომავალში ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი და უფრო დიდი გამადიდებელი ლუპის ქვეშ მოექცევა მთელი ის პროცესები, რომლებიც წარიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელში“ - აღნიშნა ლევან კობერიძემ.  

დღის ამბები