06 დეკემბერი 2024,   09:39
ვრცლად
63 მომხრე 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა მესამე მოსმენით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ცვლილებები დაამტკიცა

63 მომხრე 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა მესამე მოსმენით "საზოგადოებრივ მაუწყებელთან"დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში. 

ცვლილებებით, ასევე იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. კანონში შესატანი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები.

 

დღის ამბები