26 დეკემბერი 2024,   23:48
ვრცლად
ბაგა-ბაღები გარკვეული კატეგორიისთვის შესაძლოა ფასიანი გახდეს - პრემიერის ინიციატივას თბილისის მერთან ერთად მშობლები აფასებენ

გახდება თუ არა საჯარო ბაგა-ბაღები გარკვეული კატეგორიისთვის ფასიანი - პრემიერის ინიციატივას, რომელიც მან გუშინ პარლამენტში გააჟღერა, ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისგან განსხვავებით შესაძლოა, შეძლებულ ოჯახებს მცირეწლოვანის ბაღში სატარებლად თანხის გადახდა მოუხდეთ.

ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები პრემიერის ინიციატივას აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველთა სიაში არ არიან, გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ. მშობლები არ გამორიცხავენ, რომ მასშტაბური აქციები მოაწყონ.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, კახა გვანცელაძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„პრემიერმა თავად აღნიშნა განცხადებაში, რომ ეს იდეაა და განხილვის პროცესშია. ჩვენს პოზიციას რაც შეეხება, თუ ცენტრალური ხელისუფლება შეიტანს საკანონმდებლო ცვლილებებს ანუ განახორციელებს საკანონმდებლო ცვლილებებს, ჩვენ როგორც აღმასრულებელი რგოლი, აუცილებლად აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა გვანცელაძემ.

თბილისის მერი, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ ინიციატივის დეტალებს არ იცნობს. ის ვერ აკონკრეტებს, თუ რა თანხის დაზოგვა შეიძლება მოახერხოს დედაქალაქის ბიუჯეტმა აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში.

„ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც კონსულტაციები გაიმართება და საუკეთესო გამოსავალს ვნახავთ,“ - განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები