26 დეკემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ხელისუფლება რეგიონალურ მუნიციპალიტეტებში ხელფასებს ზრდის

ხელისუფლება რეგიონალურ მუნიციპალიტეტებში ხელფასებს ზრდის. უფრო მეტიც, ადგილობრივ გამგეობებში მოსახლეობის მოთხოვნებსაც არ ითვალისწინებენ და საბიუჯეტო სახსრებს მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით ხარჯავენ.

გზების, წყალმომარაგების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ნაცვლად მუნიციპალიტეტებში შრომითი ანაზღაურება ჩინოვნიკებს დაახლოებით 25 - 27 პროცენტით გაეზარდათ.

ანაზღაურების მომატებაში პრობლემას ვერ ხედავს დედოფლისწყაროს საფინანასო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ ყველა პროექტი სოფლებში შესრულებულია, მოგვარებულია გზებისა და წყლის პრობლემები და ამჯერად საჯარო მოხელეების წახალისების დრო დადგა.

დედოფლისწყაროს გარდა საჯარო მოხელეების ანაზღაურება გაიზარდა სიღნაღში, ლაგოდეხსა და გურჯაანშიც. გადაწყვეტილებას წინ რანგირების პროცესი უძღოდა.

საჯარო მოხელეების ანაზღაურება მხოლოდ კახეთში არ გაზრდილა. ხელფასებმა მოიმატა გორშიც. ორი სტრუქტურის გაერთიანების შემდეგ თანამშრომლებისთვის თანამდებობრივი სარგო ყველაზე მაღალი ტარიფით განისაზღვრა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები