01 ივლისი 2022,   11:29
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 12 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა. განცხადება უწყებაში 12:00 საათზე გაკეთდება. სუს-ის ინფორმაციით, უწყებაში კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრებენ, როემლიც დღეს დილით პანკისის ხეობაში განხორციელდა. 

როგორც ცნობილია, დღეს პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ოთხი პირი, მათ შორის ტემირლან ოფელ დუისში აიყვანეს, ბადო ჩოფანაშვილი ომალოში, ხოლო დუისის მცხოვრები ხიზირ მარგოშვილის აყვანა თბილისში მოხდა. დაკავებულია ასევე დუისელი რუსლან ალხანაშვილი. 

მიმდინარე სპეცოპერაცია სავარაუდოდ, თბილისში ერთი თვის წინ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.

პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილია ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. 

 

დღის ამბები