22 დეკემბერი 2024,   06:45
ვრცლად
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია უტარდება

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ ახალგაზრდას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საოპერაციოში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების თქმით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ოპერაციის ჩასატარებლად, თელავის რეფერალური საავადმყოფოს მოთხოვნით თბილისიდან სპეციალისტები, მათ შორის, ნეიროქირურგიც, ჰოსპიტალში უკვე ჩავიდნენ.

გამთენიისას პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ოთხი პირი. სწორედ პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას დაიჭრა ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით ის თავის და მხარის არეშია დაჭრილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები