26 დეკემბერი 2024,   22:39
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები წარმატებული საგარეო პოლიტიკის წელს აღნიშნავენ, ოპოზიცია კი ხელისუფლებას აკრიტიკებს

ოკუპირებულ სოხუმში წარმატებული საგარეო პოლიტიკის წელზე საუბრობენ. არაღიარებული რეჟიმის საგარეო მინისტრმა დღეს საკუთარი საქმიანობა და საერთაშორისო ურთიერთობებში მიღწეული შედეგები შეაჯამა. საკუთრი დადებითი სტატისტიკა აქვს ცხინვალის რეჟიმის საგარეო მინისტრსაც.

2017 წელს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგანგებო დავალებათა ელჩმა დიმიტრი მედოევმა იმოგზაურა და შეხვედრები გამართა იტალიასა და ესპანეთში, ბოლო გაჩერება კი ბრიუსელი იყო, სადაც მედოევი სიტყვით ევროპარლამენტში გამოვიდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების აქტიურობისა და ევროპაში შეხვედრების გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს ოპოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ მთავრობა ქართულ დიპლომატიურ მისიებს არ აძლევს მკაფიო დავალებას, დაბლოკოს საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში, არ არსებობს ეფექტური ანტისაოკუპაციო პოლიტიკა, რასაც ოკუპანტები თავის სასარგებლოდ იყენებენ.

სამოქალაქო შერიგების საკითხებში სახელწმიფო მინისტრი ამბობს, რომ ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, არაღიარების პოლიტიკა დასავლეთში შენარჩუნებულია.

დღის ამბები