07 დეკემბერი 2024,   22:33
ვრცლად
სპეცოპერაცია პანკისში, ძალის და აგრესიის აშკარა დემონსტრირებით ჩატარდა - არასამთავრობოები

 არასამთავრობო ორგანიზაციები პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე საუბრობენ. სამოქალაქო სექტორი მთავარი პროკურატურისგან დროულ გამოძიებას და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა ინფორმაცია ამ საქმეებთან დაკავშირებით, მათ შორის სულ ახლახანს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან გამომდინარე არაერთი კითხვა არსებობს იმ ახალგაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ამ სპეცოპერაციისას დაიჭრა. ბევრ პრობლემაზე მიანიშნებს, მათ შორის იმაზე თუ რამდენად კარგად ვიცავთ ჩვენ ჩვენს სახელმწიფო საზღვარს, ის  რომ შესაძლებელია რომ ადამიანი, რომელიც იძებნება არაერთი ქვეყნის მიერ და შეყვანილია როგორც ტერორისტთა სიაში, ჩვენს დედაქალაქში და ჩვეულებრივად იმყოფება,“-განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ხეობაში ჩასვლას და ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციის მიღებას, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისგან გეგმავს. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის დემონსტრირებას.

„სპეცოპერაცია პანკისში ძალის და აგრესიის აშკარა დემონსტრირებით ჩატარდა. დაჭრილი ახალგაზრდის მიმართ სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება იმის თაობაზე თუ რამდენად აუცილებელი და პროპორციული იყო ის ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა გამოიყენეს მის წინააღმდეგ,“-აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები