20 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
"ფაქტობრივად გამორიცხული იყო მისი გათავისუფლება" - სოფო კილაძე ვანო მერაბიშვილზე საუბრობს

რატომ რჩება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პატიმრობაში და რატომ ეთქვა მას უარი ციხიდან პირობით გათავისუფლებაზე - პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებაზე პირველ განცხადებას აკეთებს კომისიის წევრი სოფო კილაძე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არგუმენტი, რის გამოც ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, არ არსებობდა.

“აქ არ არის საუბარი ერთ ან რომელიმე მსუბუქ დანაშაულზე, აქ არის 5 სხვადასხვა დანაშაული და ამ დანაშაულებზეც მას საკმაოდ მძიმე სასჯელები აქვს და მძიმე კატეგორიის დანაშაულებს განეკუთვნება. ამიტომ ესეც რა თქმა უნდა, უნდა იქნას მიღებული მხედველობაში, მაგრამ ამასაც, რომ თავი დავანებოთ მაინც პირველ არგუმენტზე რაც ჰქონდა მთავარი კომისიას ეს იყო ის, რომ ფაქტობრივად გამორიცხული იყო მისი გათავისუფლება იმიტომ, რომ მის მიმართ კიდევ სხვა განაჩენი არის დამდგარი. ჩვენ რომ გამოგვეყენებინა ის მიდგომა, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, კერძოდ შეკრებითობა სასჯელის და პლუს რომ არ შეხებოდა ამინისტია რომელიც ასევე ჩვენი ხელისუფლების დროს იქნა მიღებული, ვანო მერაბიშვილის ამ ყველაფრის გათვალისწინების გარეშე მოუწევდა 31 წელი ციხეში ჯდომა,“ - განაცხადა კილაძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, მთავარია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრთა კომიტეტი.

“ახლა მთავარია ვნახოთ რა  გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრთა კომიტეტი. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოსთვის და შეასრულებს ამას საქართველო, მე მჯერა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების შესრულებისთვის“ - აღნიშნა ხულორდავამ.

დღის ამბები