26 დეკემბერი 2024,   15:15
ვრცლად
პოლიცია 118-ე სკოლაში - მოსწავლეებს შორის დაპირისპირებისას ერთ-ერთის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო

118-ე საჯარო სკოლაში დღეს პოლიციელები მუშაობდნენ. სავარაუდოდ, სამართალდამცავების სკოლაში მისვლა რამდენიმე დღის წინ მოსწავლეებს შორის მომხდარ ჩხუბს უკავშირდება. თუმცა, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

118-ე სკოლის მოსწავლეები ჩხუბის დროს მათ თანასკოლელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდს თავის არეში ურტყამდნენ. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა მოზარდის ჰოსპიტალში გადაყვანა და დეტალური სამედიცინო შემოწმება.

არც სკოლის დირექტორი და არც სკოლაში მისული გამომძიებლები „კურიერთან“ სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. სკოლის დირექტორის თქმით, მოკვლევა მიმდინარეობს. ასევე, აღნიშნავს, რომ ბავშვებს შორის მომხდარ ჩხუბს უფროსი არ შესწრებია და თავადაც ცდილობენ გარკვევას.

შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა. მეხუთე კლასელებს შორის მოხდა დაპირისპირება, როდესაც ორი მეხუთეკლასელი თანაკლასელს ფიზიკურად გაუსწორდა.

დაშავებულ ბავშვს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის შესახებაც მშობლებმა სკოლის დირექტორს აცნობეს. 

მათ მიიღეს გადაწყვეტილება და დაშავებული ბავშვი სხვა სკოლაში გადაიყვანეს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები