26 დეკემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"ჩვენმა სპეცსამსახურებმა ტერორისტული აქტი დაგეგმვის ეტაპზე აღკვეთეს" - არჩილ თალაკვაძე

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტი, დაგეგმვის ეტაპზე აღკვეთეს.

“ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ ამას მოჰყვებოდა კომპლექსური გამოძიება და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადგენილი გარემოებების, ამოღებული მტკიცებულებების და იმ კომუნიკაციის გაშიფვრის შემდეგ, რაც ამ დანაშაულებრივ ჯგუფს ჰქონდა, ცხადია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩვენმა სპეცსამსახურებმა, ტერორისტული აქტი, დაგეგმვის ეტაპზე აღკვეთეს. რა თქმა უნდა, პანკისში ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებებიც არის ამ ძალისხმევის ნაწილი,“ - განაცხადა თალაკვაძემ.   

დღის ამბები