26 დეკემბერი 2024,   14:31
ვრცლად
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტური ეთიკის ორი ნორმა დაარღვია - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქარტიის ორი პუნქტის დარღვევა დაადგინა. მწერლებმა და გამომცემლებმა ეთიკის ქარტიას დღეს განცხადებით მიმართეს.

ქარტიის საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპების, სიზუსტის და პირადი ცხოვრების ხელყოფის დარღვევა გამოკვეთა. 

ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანის ვიდეო მასალის გამოქვეყნებას აპროტესტებენ. მწერლები და გამომცემლები თვლიან, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია ორი პუნქტი.

მათი თქმით, პირველი ეხება სიზუსტეს. მწერლები აცხადებენ, რომ არხმა იხელმძღვანელა არა საზოგადოების ინტერესით, რომ, საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიეღო, არამედ შსს-ს ინტერესებიდან გამომდინარე.

მათი თქმით, ვიდეო კადრების გავრცელება ნეგატიურ კონტექსტში ზვიად რატიანის წარმოჩენას ემსახურებოდა.

ქარტიის საბჭომ, დარღვევის მეორე პუნქტიც გამოკვეთა, რაც პირადი ცხოვრების ხელყოფას გულისხმობს.

 

დღის ამბები