07 დეკემბერი 2024,   20:41
ვრცლად
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სტაბილურად მძიმე რჩება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის მდგაორმეობა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ გუშინ გადმოიყვანა.

მედიკოსებს ამ დრომდე უჭირთ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება. დედაქალაქში ჩამოვიდნენ ახალგაზრდის ოჯახის წევრებიც. დაჭრილი ახალგაზრდის მშობლები ძალოვანებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

ოჯახის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს და სპეცრაზმი სახლში შესაძლოა შეცდომით შევიდა.

დღის ამბები