04 მაისი 2024,   19:28
ვრცლად
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულებს დღეს ადვოკატები მოინახულებენ

პანკისსა და თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას დაკავებულ 4 პირს ადვოკატები დღეს საპატიმროში მოინახულებენ და დაცვის სტრატეგიაზე შეთანხმდებიან. პარალელურად, იურსტები საქმის მასალებს სწავლობენ და სავარაუდოდ, გუშინ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პირველმა ინსტანციამ ოთხივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრა. ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს.

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური მათ ტერორიზმის დაფინანსებასა და ხელშეწყობას ედავება.

დღის ამბები