ზვიად რატიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. სხდომა 2 საათზეა ჩანიშნული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მწერალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.
უწყების ინფორმაციით, რატიანმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა. თავად მწერალი კი, სამართალდამცველებს ძალადობაში სდებს ბრალს.
საკითხის მოკვლევა გენინსპექციამ და პროკურატურამ დაიწყეს. წინა სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოეტ ზვიად რატიანის საქმის ვიდეო მტკიცებულებები გაავრცელა.
რამდენიმეწუთიანი ფრაგმენტები, რომლებიც მობილური ტელეფონით და პოლიციის შენობაში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერით არის გადაღებული, მხოლოდ დაკავების მცირე ნაწილს ასახვს.
სამი ვიდეო მასალიდან არცერთი არ არის გადაღებული პოლიციელების სამხრე კამერით.