იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა. შესაბამის გადაწყვეტილებას სერჟიო მატარელამ ხელი უკვე მოაწერა, რითაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას მისცა სტარტი.
ხელისუფლების განმარტებით, პარლამენტის ირივე პალატის დათხოვნის მიზეზი, არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევაა.
ვადამდელი არჩევნები იტალიაში 2018 წლის 4 მარტს ჩატარდება.