22 დეკემბერი 2024,   07:09
ვრცლად
ეს არ არის დასაწყისი... ამას წინ უსწრებდა ფიზიკური შეურაცხყოფა - ზვიად რატიანი დაკავების ვიდეო მასალაზე

ეს იყო აფექტის მდგომარეობაში, შეურაცხყოფილი ნაცემი და დამცირებული ადამიანი - ამ განცხადებას, პოეტი ზვიად რატიანი, მისი დაკავების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით აკეთებს.

რატიანი ამბობს, რომ კადრები მას შემდეგ არის გადაღებული, რაც მას სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მესამე პირში შემიძლია ვილაპარაკო საკუთარ თავზე, რაც იქ ჩანს. აბსოლუტურად ამოვარდნილი ყველაფრიდან. აქ არ არის სიმთვრალეზე მარტო. რა თქმა უნდა, წინ უსწრებდა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არ არის დასაწყისი და მას შემდეგ არის გადაღებული. ფიზიკური შეურაცხყოფების უმეტესი ნაწილი მოდიოდა უკვე შემდეგ,“ - განაცხადა ზვიად რატიანმა.

ზვიად რატიანის ადვოკატის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გასაჩივრდება. კერძოდ დაცვის მხარე სააპელაციო სარჩელს ხულიგნობის ნაწილში შეიტანს.

ანა ნასრაშვილი მოსამართლის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და მას პრაქტიკაში არ არსებული განცხადება უწოდა. ზვიად რატიანის საქმის მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილების გამოცხადებისას თქვა, რომ რომ არა საახალწლო დღეები, რატიანს პატიმრობაში დატოვებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ლმობიერს უწოდებს შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. ბექა დოჭვირიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება რატიანის მიერ სამართალდარღვევის აღიარებით იყო განპირობებული.

რაც შეეხება ზვიად რატიანის ბრალდებებს, რომელიც სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, დოჭვირიშვილი ამბობს, რომ შს სამინისტრო მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები