26 დეკემბერი 2024,   14:20
ვრცლად
პანკისში დაჭრილი ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ დედამ და დამ მოინახულეს

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. პანკისში დაჭრილი ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ დედამ და დამ მოინახულეს. ოჯახი უცხოეთიდან ექიმის მოწვევას ან მის სხვა ქვეყანაში გადაყვანას აპირებს.

„ვითარება არის დღეს ძალიან კრიტიკული, კარგისკენ არ არის არაფერი, ცუდისკენ მიდის ყველაფერი. მე ვაპირებ, რომ ბოლოს გულში, რაღაც რომ არ დამრჩეს, მოვიწვიო რუსეთიდანაც, სხვა ქვეყნებიდანაც რამენაირად. უკვე შერჩევა მიდის ექიმის მოწვევის ან გადაყვანის,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ექიმის განმარტებით, პაციენტი თემირლან მაჩალიკაშვილი მართვით სუნთქვაზეა და მას მკურნალობა უტარდება.

19 წლის ახალგაზრდა თბილისში თელავის რეფერალური საავადმყოფოდან გუშინ გადმოიყვანეს.

დღის ამბები