26 დეკემბერი 2024,   14:36
ვრცლად
"არ გამოვრიცხავ, რომ მაგ ადამიანთან კიდევ იყვნენ კავშირში ქართული გვარებიც,“- მარიამ კუბლაშვლი ჩატაევზე საუბრობს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულებთან კონსულტაციებს მართავენ. რუსლან ალდამოვის ინტერესების დამცველმა, მარიამ კუბლაშვილმა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება დატოვა. 

ალდამოვი უარს ამბობს, გასაჩივრდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. ამის მიზეზად ის ორ გარემოებას ასახელებს - სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და 10 ათას ლარიანი გირაო. კუბლაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა ჩატაევთან კავშირში სხვა პირები იყვნენ. 

„ჩატაევთან მისი კავშირი გამორიცხულია. არ გამოვრიცხავ, რომ მაგ ადამიანთან კიდევ იყვნენ კავშირში ქართული გვარებიც,“- აღნიშნა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.

დღეს კიდევ ერთი დაკავებული, ზურაბ გორნაკავშვილი მისმა ადვოკატმა მოინახულა. გორნაკაშვილის უფლებადამცველის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულმა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის შეფარდების გასაჩივრებაზე უარი თქვა, ის მაინც აპირებს 16 იანვრის წინასასამართლო სხდომაზე გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენოს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

დღის ამბები