26 დეკემბერი 2024,   14:19
ვრცლად
პოეტ რატიანს მოსამართლემ პატიმრობა მოახლოებული დღესასწაულის გამო არ შეუფარდა - დაცვის მხარე ამ ქმედებას ცინიზმად აფასებს

საპოლიციო კონტროლის დროს დაზარალებული ზვიად რატიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მოსამართლე ქეთევან მინაშვილის გადაწყვეტილებით პოეტს, რომელიც სამართალდამცველებს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, 2 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა რატიანი დამნაშავედ ცნო, თუმცა, განმარტა, რომ პატიმრობა მოახლოებული დღესასწაულის გამო არ შეუფარდა.

მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება დაცვის მხარემ ცინიზმად შეაფასა. ადვოკატები გადაწვეტილებას ხულიგნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გადაწყვტილებით კმაყოფილია შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ რატიანის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მათ მიერ სასამართლოში წარდგენილმა ვიდეო მასალამაც დაადასტურა.

საქალაქო სასმართლოში დღეს პროცესის დასრულებას ეზოში ელოდნენ სამოქალაქო მწერლები და პოეტები. შეკრებილებმა აქცია პერფორმანსიც გამართეს და ძალოვან უწყებას კიდევ ერთხელ იმ პოლიციელების დასჯა მოსთხოვეს, რომლებმაც პოეტს მისი თქმით, დაკავების შემდეგ ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება უკანონოა და პროტესტს არ შეწყვეტენ.

დღის ამბები