26 დეკემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ოზურგეთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ერთმანეთს პრემია-დანამატების გამო დაუპირისპირდნენ

ოზურგეთში მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ერთმანეთს საახალწლო პრემია-დანამატების გამო დაუპირისპირდნენ. თავმჯდომარემ მერს წინასაახალწლოდ დანამატები სთხოვა. დავით დარჩიამ საკრებულოს ყველა წევრისთვის პრემიის ჩარიცხვის ბრძანება გამოსცა, თუმცა ოზურგეთის მერმა ეს საჭიროდ არ ჩათვალა. კონსტანტინე შარაშენიძე ფიქრობს, რომ პრემიების ყველა თანამშრომელი ერთნაირად არ იმსახურებდა.

თავად დავით დარჩია აცხადებს რომ ჯერ არანაირი დანამატი არ ჩარიცხულა. ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" კი მიაჩნიათ, რომ ეს სამომავლო მოტივაციისთვის არ იქნება ცუდი გადაწყვეტილება.

საკრებულოს ოპოზიციაში თვლიან, რომ ახალდანიშნულ ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ პრემია არ დაუმსახურებია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი ამტკიცებენ, რომ დანამატის დარიცხვის შემთხვევაში აპირებენ, თანხა კვლავ ბიუჯეტში დააბრუნონ.

საახალწლო პრემიები უკვე დარიგდა ფოთში. საკრებულომ ე.წ. მეცამეტე ხელფასი აიღო, მერიამ კი ხელფასის ნახევარი. ადგილობრივ ბიუჯეტიდან ამ დანამატებისთვის 122 ათასი ლარი დაიხარჯა.

აქაც ოპოზიციას მიაჩნია, რომ თვენახევრის წინ დანიშნული ახალი ადგილობრივ ხელისუფლება პრემიებს არ იმსახურებდა და დანამატი არა მაღალჩინოსნებს, არამედ უბრალო სპეციალისტებს უნდა აეღოთ.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე,ლადო მენაბდე. 

დღის ამბები