22 დეკემბერი 2024,   08:14
ვრცლად
ზვიად რატიანის საქმე, სპეცოპერაცია პანკისში - მესამე სექტორის წარმომადგენლები გიორგი გახარიას დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ

„იყო საუბარი საპოლიციო კონტროლზე და საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვაზე,“ - ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, ნათია მეზვრიშვილმა შს მინისტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრისგან ბოლო დროის გახმაურებულ საქმეებზე პასუხები მოითხოვეს. გიორგი გახარია დახურულ კარს მიღმა ათამდე ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, შეხვედრაზე შსს-ს სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„იყო საუბარი შსს-ს სტრუქტურულ რეფორმაზე რამდენიმე მიმართულებით, კრიმინალური პოლიციის მიმართულებით, საპატრულო პოლიციის მიმართულებით, სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით, ასევე, შევეხეთ ცალკეულ შინაარსობრივ რეფორმებს,“ - აცხადებს მეზვრიშვილი.

ნათია მეზვრიშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ პოეტ ზვიად რატიანის საქმეზეც ისაუბრეს მინისტრთან შეხვედრაზე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა. 

დღის ამბები