21 დეკემბერი 2024,   20:36
ვრცლად
5 მომხრე, 4 წინააღმდეგი - საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" სარჩელი არ დააკმაყოფილა

5 მომხრე, 4 წინააღმდეგი - საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. საუბარია სამაუწყებლო კომპანიის იურისტების მიერ 2015 წელს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შემდეგ გასაჩივრებულ იმ ნორმაზე, რომელიც შეუსაბამო ფასის გამო ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობას ქმნის.

9-დან 4 მოსამართლე გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, 5 კი მომხრე. გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინა იმერლიშვილს, მაია კოპალეიშვილსა და თამაზ ცაბუტაშვილს მიაჩნიათ, რომ „რუსთავი 2-ისა“ და TV “საქართველოს” იურისტების სარჩელი დასაბუთებული იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

კომპანიის წარმომადგენლები სამოქალაქო კოდექსის რამდენიმე მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმებას ითხოვდნენ. საუბარი იყო ე.წ. ამორალურ გარიგებებზე.

„რუსთავი 2-ის“ იურისტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები