26 დეკემბერი 2024,   15:31
ვრცლად
რუსული ნავთობკომპანიები, გაეროს სანქციების მიუხედავად, ფხენიანთან თანამშრომლობას აგრძელებენ

რუსული ნავთობკომპანიები, გაეროს სანქციების მიუხედავად, ფხენიანთან თანამშრომლობას აგრძელებენ.

სკანდალურ ინფორმაციას Reuters, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაზვერვამ მოიპოვა უტყუარი მტკიცებულებები, რომ რუსული კომპანიები ფხენიანს ნავთობს აწვდიან.

თანამგზავრების საშუალებით გადაღებულ ფოტომასალაზე ჩანს, რომ სექტემბერში რუსული ტანკერები ჩრდილოეთ კორეის პორტებში შევიდნენ. ბოლო ორი თვის მასალები კი მოწმობს, რომ მათ ტაქტიკა შეცვალეს.

ამჟამად რუსული ტანკერები სანაპიროსთან ჩერდებიან და ნავთობის გადატვირთვის პროცესს პირდაპირ ღია ზღვაში ახორციელებენ.

Reuters-ის წყარო არ აკონკრეტებს, რომელ რუსულ კომპანიებზეა საუბარი და ამბობს, რომ ამჟამად დაზვერვა ცდილობს, დაადგინოს აქვს თუ არა ამ პროცესთან კავშირი რუსეთის ხელისუფლებას.

დღის ამბები