26 დეკემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ქალაქ ჰარბინში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ყინულის ფესტივალი მიმდინარეობს

ჩინეთის ქალაქ ჰარბინში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. ქალაქ ჰარბინში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ყინულის ფესტივალი დაიწყო. ხელოვანებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჰარბინში ნამდვილი საოცრებათა ქალაქი შექმნეს.

სხვადასხვა ღირშესანიშნაობის იმიტაციების, სასახლეებისა და ქანდაკებების გარდა, "ყინულისა და თოვლის სამყაროში" მოეწყო პარკები და ბარ-რესტორნები.

საოცრებათა სამყაროს შექმნაზე ათი ათასი ადამიანი მუშაობდა და 180 კუბური მეტრი თოვლი და ყინული დაიხარჯა.

ყინულის ქალაქი 2018 წელს საახალწლო კონცერტით და გრანდიოზული ფოერვერკებით შეხვდება. ფესტივალი კი 25 თებერვლამდე გაგრძელდება.

დღის ამბები